თენგო თევზაძე – „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, არ ითანამშრომლოს ბრიტანეთის საელჩოსთან, რათა არ გვყავდეს დამკვირვებლები – მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, არ ითანამშრომლოს დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან, რათა არ გვყავდეს დამკვირვებლები არჩევნებზე, ის არ არის მოტივირებული ამ ქვეყანაში ჩაატაროს სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, თენგო თევზაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის სჭირდება იმისთვის, რომ არა ლეგიტიმაციიდან ლეგიტიმაციისკენ გადადგას ნაბიჯი“.
„დღეს ბრიტანეთის საელჩოს განცხადება ვიხილეთ, რომელიც მიმართული იყო ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დაკვირვებისკენ. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, არ ითანამშრომლოს დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან, რათა დაკვირვების აკრძალვასთან ერთად, ფაქტობრივად, არ გვყავდეს დამკვირვებლები არჩევნებზე. ეს კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ამბობს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არ არის მოტივირებული ამ ქვეყანაში ჩაატაროს სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები. მას ეს არჩევნები სჭირდება იმისთვის, რომ არა ლეგიტიმაციიდან ლეგიტიმაციისკენ გადადგას ნაბიჯი, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, მან შეძლოს და შექმნას ისეთი სიმულაცია, თითქოს საზოგადოებისგან და ოპოზიციისგან „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია აქვს. ის, რომ ფაქტობრივად, ჩვენ არჩევნებზე დაკვირვება აკრძალული გვაქვს და ასევე, ჩვენ აღარ გვეყოლება მომზადებული, კვალიფიცირებული დამკვირვებლები გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკური პარტიების არჩევნებში არ მონაწილეობასთან ერთად, ფაქტობრივად, აკრძალულია დაკვირვებაც.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ამ და იმ სხვა მიზეზებით, რაც არაერთხელ ჩამოვთალეთ, რომ არ არის სამართლიანი გარემო, 26 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა არჩევნები, გვყავს პოლიტიკური პატიმრები, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ და მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე“,-
ამავე კოალიციის ერთ-ერთი წევრის, გიგა ლემონჯავას განცხადებით კი, „4 ოქტომბერს დაგეგმილი პროცესი „ქართული ოცნების“ მორიგი ფარსია“.
„საქართველოში პოლიტიკური პარტიები არიან დიდი წნეხის ქვეშ და პოლიტიკური ლიდერები არიან ციხეში, გვყავს 60-ამდე პოლიტიკური პატიმარი. საქართველოში დევნიან არასამთავრობო ორგანიზაციებს და დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადება კიდევ ერთი დასტურია, როგორი წნეხის ქვეშ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც სურთ, რომ არჩევნებს დააკვირდნენ. არ არის უზრუნველყოფილი საერთაშორისო პარტნიორების დაკვირვება საარჩევნო პროცესზე. მედიები, პრაქტიკულად, მიჰყავთ დახურვის ზღვარზე ე.წ. კომუნიკაციების კომისიის გამოყენებით. ამიტომ, 4 ოქტომბერს დაგეგმილი პროცესი „ქართული ოცნების“ მორიგი ფარსია და ამას არაფერი სართო არ აქვს ნორმალურთან მიახლოებულ არჩევნებთანაც კი“,- განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
ცნობისთვის, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, უწევთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რომლებიც მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობა განმარტავს, მათ საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ აცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ დასრულებული არ არის და შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებაზე – პარტიის ათიათასობით წევრზე უღირსობის დაბრალება, პოლიტიკურად არაკორექტულია – თუ პირველივე განცხადებით თავს დაესხმება გუნდს, არ მგონია, ეს ის პოზიცია, რაც შორსმჭვრეტელობას ასახავს

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა