“გუშინ ღამით, ქვეყნიდან გააძევეს თემურ ქათამაძე, ბათუმელი მედროშე… მეუღლეს დამშვიდობების უფლება არ მისცეს!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თე­მურ ქა­თა­მა­ძეს [გა­ფ­ფარ ილ­მა­ზი] წუ­ხელ თურ­ქეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ამის შე­სა­ხებ ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

“გუ­შინ ღა­მით, ჩუ­მად და ვირ­თხუ­ლად გა­და­იყ­ვა­ნეს თურ­ქეთ­ში თე­მურ ქა­თა­მა­ძე, ბა­თუ­მე­ლი მედ­რო­შე. ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვეს! ისეთ გა­რე­მო­ში გა­უშ­ვეს სა­დაც იცოდ­ნენ საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და. მე­უღ­ლეს დამ­შვი­დო­ბე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს!” – წერს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის, 29 აპ­რილს თე­მურ ქა­თა­მა­ძეს თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ლტოლ­ვი­ლის ან ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­ზე უარი უთხრა. იუ­რის­ტმა მა­შინ გან­მარ­ტა, რომ ახლა უკვე -ს მიგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუ რა ვა­და­ში გა­ა­ძე­ვე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­დან თე­მურ ქა­თა­მა­ძეს.

აქ­ტი­ვის­ტი თე­მურ ქა­თა­მა­ძე ბა­თუმ­ში პო­ლი­ცი­ამ თავ­და­პირ­ვე­ლად ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვა, თუმ­ცა პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დგომ ის კვლავ და­ა­კა­ვეს. მე­ო­რედ და­კა­ვე­ბი­სას პო­ლი­ცია თე­მურ ქა­თა­მა­ძეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბის არ­ქო­ნას ედა­ვე­ბა.

ასევე დაგაინტერესებთ

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით