ქვეყანა, რომელიც ღამით, მალულად და დამცველების გაუფრთხილებლად აძევებს თემურ ქათამაძეს, კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა –

ქვეყანა, რომელიც ღამით, მალულად და დამცველების გაუფრთხილებლად აძევებს თემურ ქათამაძეს, კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა –
ეს ქვეყანა კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა და სხვა კატეგორიაში გადავიდა – ასე გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აქტივისტის, თემურ ქათამაძის მიერ ქვეყნის დატოვებას.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„ქვეყანა, რომელიც სხვა სახელმწიფოში საკუთარ მოქალაქეს იტაცებს ყოველივე სამართლებრივი პროცედურების (ექსტრადიციის) უგულებელყოფით, რომელიც ღამით მალულად და მისი დამცველების გაუფრთხილებლად აძევებს თემურ ქათამაძეს… ეს ქვეყანა კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა და სხვა კატეგორიაში გადავიდა. რა დავარქვათ მას, ეს საკითხი კი ღიაა!“- წერს ზურაბიშვილი.
ინფორმაციისათვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებოდა. თემურ ქათამაძის მეუღლის ინფორმაციით კი დაკავებული აქტივისტი თურქეთში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას