ვაშინგტონში რუსეთის ელჩი – აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სტამბოლის ნაცვლად მოსკოვში გაიმართება

რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ორმხრივი კონსულტაციები სტამბოლიდან მოსკოვში გადაიტანონ, – ამის შესახებ ვაშინგტონში ს ახალმა ელჩმა ალექსანდრე დარჩიევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, დგამს თუ არა -ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია კონკრეტულ ნაბიჯებს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით და როდის და სად იგეგმება ორი ქვეყნის დიპლომატიური მისიების ფუნქციონირების აღდგენის შესახებ კონსულტაციების შემდეგი რაუნდის ჩატარება, ელჩმა უპასუხა:
„მე უკვე ვთქვი, რომ რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების სრულ ნორმალიზებამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი და ეს პროცესი რთულია, რადგან მას ხელს უშლიან არა მხოლოდ თეთრი სახლის ოპონენტები – ანუ „დიფ სთეითი“, არამედ გარკვეული „ქორებიც“ კონგრესში, სადაც ძლიერი ანტირუსული ლობი შეიქმნა“, – აღნიშნა დარჩიევმა.
მისი თქმით, აშშ-რუსეთის ურთიერთობაში გარკვეული პროგრესი მაინც შეინიშნება.
„მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული პროგრესი მაინც შეინიშნება, რამაც ხელშესახები შედეგები გამოიღო, როგორიცაა 10 აპრილს სტამბოლში კონსულტაციების ბოლო რაუნდზე მიღებული წინასწარი გადაწყვეტილება მოლაპარაკებების [ორი ქვეყნის] დედაქალაქებში გადატანის შესახებ. შემიძლია დავადასტურო, რომ ორ დელეგაციას შორის შემდეგი მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში მოსკოვში გაიმართება“, – აღნიშნა ელჩმა.