ჩვენს ქვეყანაში, ში, ბანგლადეშში, სირიაში, ყველგან გვინახავს და ჩვენთან რა არის ასეთი განსაკუთრებული, რომ გვიჭირს წარმოდგენა, როგორ ხდება რეჟიმის ჩამოშლა

ჩვენს ქვეყანაში, ში, ბანგლადეშში, სირიაში, ყველგან გვინახავს და ჩვენთან რა არის ასეთი განსაკუთრებული, რომ გვიჭირს წარმოდგენა, როგორ ხდება რეჟიმის ჩამოშლა
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი გადაცემაში „რეაქცია“ წამყვანის კითხვაზე, თუ როგორ ხდება ხელისუფლების დამხობა „ბოიკოტს ვინარჩუნებთ და ვაგრძელებთ ამ რეჟიმს თუ სხვა ქმედებაზე გადავდივართ?“, ცისკარიშვილი აცხადებს, რომ „ბოიკოტს ინარჩუნებ, საპროტესტო ტალღას აფართოებ, მეტ მომხრეს მოიმხრობ, კიდევ უფრო გააძლიერებ ოპოზიციურ მოძრაობას, ჩამოიშლება ვერტიკალი, რჩება მარტო“.
ცისკარიშვილი იმ ქვეყნების ჩამონათვალს აკეთებს, სადაც მისი თქმით, ხელისუფლების ჩამოშლა მოხდა, მათ შორის, იშველიებს ბანგლადეშის და სირიის მაგალითს და აცხადებს, „ჩვენთან რა არის ასეთი განსაკუთრებული, რომ გვიჭირს წარმოდგენა, როგორ ხდება რეჟიმის ჩამოშლა“. „ეს ყველგან გვინახავს, ჩვენს ქვეყანაში გვინახავს, უკრაინაში გვინახავს, აგერ რამდენიმე თვის წინ ბანგლადეში მოხდა, სირიაში, ყველგან ხდება და ჩვენთან რა არის ასეთი განსაკუთრებული, რომ გვიჭირს წარმოდგენა, როგორ ხდება რეჟიმის ჩამოშლა, იმ ვერტიკალის, რაზეც დგას და მერე კი ბატონო, ჩატარდეს უკვე სამართლიან და თავისუფალ გარემოში ის , რომელსაც ასე გამალებით და გაშმაგებით ითხოვენ. ბიძინას მიერ დანიშნული და ჩატარებული რა თქმა უნდა, მიუღებელია.“-განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი