რუსულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ხერსონის ოლქი და ქალაქი ხერსონი რამდენჯერმე დაბომბეს, – ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქალაქ ხერსონს მართვადი ბომბებით 7-ჯერ დაარტყეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა 2 ადამიანი, ასევე დაზიანდა და განადგურდა ოლქის ინფრასტრუქტურა: საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სექტორი, ავტოფარეხები და ავტომობილები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, წუხელ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კრასნოდარისა და ტერიტორიის პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან უკრაინისკენ Shahed-136 ტიპის 8 დრონი გაუშვეს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიაზე 7 დრონი ჩამოაგდეს.
ამასთან, წუხელ აფეთქებები დაფიქსირდა ანექსირებულ ყირიმში და ყირიმის ხიდზე მოძრაობა დაიკეტა. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყირიმის ტერიტორიაზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.