ლევან ხაბეიშვილი – როგორ თხასავით გაყიდა ივანიშვილმა მისი ერთგული ადამიანები, იგივე ხარაზიშვილი, რომელიც „მაგნიტსკის სიაშია“ და ფაქტობრივად, „მგლის ბილეთით“ გაუშვა თანამდებობიდან

როგორ თხასავით გაყიდა ივანიშვილმა მისი ერთგული ადამიანები, იგივე ხარაზიშვილი, რომელიც „მაგნიტსკის სიაშია“ და ფაქტობრივად, „მგლის ბილეთით“ გაუშვა თანამდებობიდან, – ასე შეაფასა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები. როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, „სამშობლოს მოღალატეების წრე ვიწროვდება“.
„თავი დაიმშვიდოს ახლა „ხარებამ“, რომ ყაველაშვილის ჯილდო აქვს, თორემ ამ ადამიანს არანაირი პერსპექტივა არ დარჩა ამ ქვეყანაში და არც სხვაგან, „მაგნიტსკის სიაშია“, მწამებლების და ტერორისტების, ისიც და გომელაურიც, ასე იშორებს ივანიშვილი სანქცირებულ ადამიანებს და რატომ? რადგან მის ფულს საფრთხე ემუქრება. როგორც კი მის ფულს საფრთხე ემუქრება, წნეხს გრძნობს, ანუ სანქციები მუშაობს, ასე თხასავით გაყიდა კონკრეტული თანამდებობის პირები ივანიშვილმა და ახალი ტანსაცმელივით მოისხა კონკრეტული თანამდებობის პირები. ამ ადამიანებსაც ემუქრებათ საფრთხე, ივანიშვილი ასე უყურებს, როგორც ერთჯერადი გამოყენების ტანსაცმელები, ტანისამოსია მისთვის. როგორც გომელაური გამოიყენა და გადააგდო, ლილუაშვილი, ახლა „ხარება“ და „მგლის ბილეთით“ გაუშვა ეს ხალხი თანამდებობებიდან. ამიტომ, უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი უნდა დაემხოს, ამის შემდეგ ჩატარდება საქართველოში , ივანიშვილის პირობებში, არჩევნებს აზრი არ აქვს. სამშობლოს მოღალატეების წრე ვიწროვდება და თუ ყველანი ერთ პოზიციაზე ვიქნებით, ვიქნებით პრინციპულები, უტეხები და არ გავტყდებით, ცხადია, ეს პროცესი გაგრძელდება და ჩვენი პარტნიორები კიდევ უფრო გააძლიერებენ წნეხს”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ზვიად ხარაზიშვილი (“ხარება”) -ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას ტოვებს. -ს ინფორმაციით, ხარაზიშვილს აღნიშნულ თანამდებობაზე რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს. ამასთან, შსს-ის ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე დაინიშნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე კი ვაჟა სირაძე დაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: სინამდვილეში ნიკოლეიშვილიც და გიორგობიანიც პირადად მე მოვხსენი კორუფციის გამო, ჩვენი მმართველობის საწყის ეტაპზე და გიორგობიანი ციხეს გერმანიაში დაემალა, საიდანაც ის ივანიშვილმა დააბრუნა

ზურაბ ჯაფარიძე – მოულოდნელი და ექსტრაორდინარული არაფერი ხდება, ცხადი იყო, რომელ გზას ადგნენ – ქუჩა ერთადერთი ბრძოლის ხაზია, რომელიც საგარეო წნეხთან ერთად ჩამოშლის რეჟიმს: ქუჩა, ძალების კონსოლიდაცია და ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება

სანდრო ბარამიძე – 10 წელში 5 მილიარდამდე სახელმწიფო შესყიდვებზე არსებობს კორუფციის მაღალი ეჭვი, მაგრამ „ოცნებაში“ ლაპარაკობდნენ, რომ ყველაფერი კარგადაა, ახლა კი თურმე სერიოზული პრობლემები ყოფილა? – კორუფცია სისტემურია