ენტონი ბლინკენი მექსიკაში ჩავიდა – აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან შემდგარი დელეგაცია მიგრანტების ნაკადის გაზრდის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს

ბაიდენის ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობების პირები მექსიკაში ჩავიდნენ. დელეგაციას სახელმწიფო მდივანი უძღვება. მიგრანტების ნაკადის გაზრდის შესახებ სასაუბროდ, დელეგაცია მექსიკის პრეზიდენტს შეხვდება.
„მდივანი ბლინკენი დასავლეთ ნახევარსფეროში უპრეცედენტო არალეგალურ მიგრაციას განიხილავს და -სა და მექსიკას შორის არსებული სასაზღვრო გამოწვევების გადაჭრის გზებს დაასახელებს“, – ვკითხულობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
არალეგალ მიგრანტთა ნაკადის ზრდის გამო, მექსიკასა და შტატებს შორის, ბოლო დროს რამდენიმე სასაზღვრო პუნქტი ჩაიკეტა.
როგორც 2022, ისე 2023 წელს, აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე დაკავებულ მიგრანტთა რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა. ოფიციალური ვაშინგტონი იტყობინება, რომ მიმდინარე წლის მხოლოდ ერთ თვეში – სექტემბრის განმავლობაში, დააკავეს 200 000-ზე მეტი მიგრანტი, რომელიც უკანონოდ კვეთდა აშშ-მექსიკის საზღვარს.

ასევე დაგაინტერესებთ

“მე არ მივიჩნევ, რომ ეს შეფასება შეიძლება არსებობდეს საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, არ მივიჩნევ, რომ რაიმე საფუძველია ამგვარი შეფასების არსებობისთვის” – მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე

“რაც შეეხება “ანტიამერიკულ ხელისუფლებებს” და ფრაზას, როცა პასუხის გაცემა დაიწყო, მინიშნება გააკეთა გამოსვლაზე, სადაც საუბარი იყო აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე და როგორ უნდა იმოქმედონ მიუხედავად იმისა, სად როგორი ხელისუფლება თუ რეჟიმია