მედია: გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა სირაძემ თანამდებობა დატოვა

გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ თანამდებობა დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორად ლევან მაისურაძე დაინიშნა.

ამ მომენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე წერია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან მაისურაძეა.

“პირველები” დეტალების -ში გარკვევას ცდილობს.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ვახტანგ გომელაურმა პოსტი დატოვა, გავრცელდა ინფორმაცია ვაჟა სირაძის მოხსნის შესახებაც. მაშინ გელაა გელაძის უწყებამ ინფორმაცია არ დაადასტურა.

ვაჟა სირაძე მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევისა და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენების მოტივით არაერთი ქვეყნის მიერ არის სანქცირებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – საქართველოში ორი არაბული ქალაქის აშენებას აპირებენ – არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, ან ივანიშვილის არაბულ აფიორასთან, დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება