გარანტიას გაძლევთ, კიდევ ბევრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამერიკაშიც, ევროპაშიც, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო და ამით, მე პირადად, ვამაყობ

გარანტიას გაძლევთ, კიდევ ბევრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამერიკაშიც, ევროპაშიც, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო და ამით, მე პირადად, ვამაყობ
დუმილი ყველამ ვიცით, რომ თანხმობის ნიშანია, მაგრამ, ამ შემთხვევაში, თავხედობის ნიშანია, იმიტომ, რომ ითავხედეს თავის დროზე და უმარტივესი ჭეშმარიტება გააკრიტიკეს, რომ ცუდია არაიდენტიფიცირებადი დამრღვევი, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მ, ქართული არასამთავრობო სექტორის დუმილი ს გადაწყვეტილებაზე, საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით, იმ ფონზე, რომ ანალოგიურ აკრძალვას საქართველოში ისინი მწვავედ აკრიტიკებდნენ.
მდინარაძის განცხადებით, 10 წლის წინ რომ ვინმეს ეთქვა, საქართველო -ს კანონების და გადაწყვეტილებების მიღებას დაასწრებდა, ამის გამო, დასცინებდნენ, თუმცა, ახლა ეს რეალობა შეცვლილია და მისივე თქმით, მომავალში კიდევ ბევრ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ აშშ-სა და ევროპაში, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო.
“თუ შენ კანონდამრღვევის იდენტიფიცირებას ვერ ახდენ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი იდენტიფიცირება გაადვილდეს. ეს არის საფუძველი საქართველოშიც, აშშ-შიც უკვე, იმისა, რომ ნიღბების ტარება აიკრძალა აქციების დროს, ისე, სხვა ადგილას და სხვა დროს, ნიღბის ტარებას არავინ არავის უკრძალავს. თქვენთვის რომ 10 წლის წინ ვინმეს ეთქვა, საქართველო კანონების და გადაწყვეტილებების მიღებას, ერთი წლით, ორი წლის, რამდენიმე თვით დაასწრებს აშშ-ს, ჯერ საქართველოში იტყვიან რაღაცას, შემდეგ იტყვიან იმავეს ამერიკაში, ჯერ საქართველოში მიიღებენ კანონს, შემდეგ ამერიკაში. 10 წლის წინ, ხომ ძალიან დასაცინები გავხდებოდით – მართლები ვიქნებოდით, ოღონდ დაგვცინებდნენ. ეს არის რეალობა, რომელიც უკვე წარსულს ჩაბარდა და კიდევ გაძლევთ გარანტიას, ბევრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამერიკაშიც, ევროპაშიც, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო და ამით, მე პირადად, ვამაყობ.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და მსჯავრდებული წამოიყვანა, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს – მე წინააღმდეგობას ამ ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს

როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს პოლიციელს და ამერიკაში წვავს – პიროტექნიკა ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი, მაგრამ, ესენი ისეთი უსამშობლოები არიან, მათი აზრით, რაც საშინელება და დანაშაულია ამერიკაში, ის დასაშვებია საქართველოში

ეს უკვე კამპანიაა, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო