,,სს კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა“ – მამუკა მდინარაძე

სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, – განაცხადა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მ:
“არსებული გამწვევების ადეკვატურად, გვინდა, წარმოგიდგინოთ საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა – საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს შემდეგს: სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ასევე ჩაემატება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლითაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა”

ასევე დაგაინტერესებთ

ვაჟა სირაძე – 18-19 ოქტომბრის განმავლობაში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციულად 14 პირია დაკავებული – გამოვლინდა კანონდარღვევის 53 ფაქტი, აქედან სამართალდამრღვევია 42 პირი