კიევმა და მოსკოვმა სტამბოლის შეთანხმებების მიხედვით სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა დაიწყეს

9 ივნისს კიევმა და მოსკოვმა დაიწყეს სამხედრო ტყვეების გაცვლა, სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილი, მძიმედ დაჭრილი და 25 წლამდე სამხედრო ტყვეების ერთი ჯგუფი დახსნილია ს ტყვეობიდან – “ჩვენები სახლში არიან” – ვკითხულობთ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს X-ის გვერდზე – „უნდა დავაბრუნოთ, თითოეული პირი, ვინც ტყვეობაშია. ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რომ ყველა დავაბრუნოთ“.
უკრაინის პრეზიდენტი ეხმაურება ტყვეების გათავისუფლების ახალ ეტაპს და ფეისბუკის გვერდზე აქვეყნებს უკრაინელი სამხედროების დაბრუნების ამსახველ ვიდეოს. თავის X-ის გვერდზე კი წერს:
„უკრაინელები ბრუნდებიან სახლში რუსეთის ტყვეობიდან. დღეს დაიწყო გაცვლა, რომელიც რამდენიმე ეტაპად გაგრძელდება მომდევნო დღეებში. …პროცესი საკმაოდ კომპლექსურია, ბევრი მგრძნობიარე დეტალით და მოლაპარაკებები გრძელდება ფაქტობრივად ყოველდღიურად. იმედი გვაქვს, სტამბოლში მიღწეული ჰუმანიტარული შეთანხმებები სრულად განხორციელდება“.
გაცვლის შესახებ თავის მხრივ იუწყება რუსეთის სახელმწიფო სააგენტო “ტასი”, რომლის ცნობით, დაბრუნდა 25 წლამდე რუსი სამხედროების პირველი ჯგუფი და სანაცვლოდ ანალოგიური რაოდენობის უკრაინელი სამხედრო დაბრუნდა ში.
სააგენტოს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადება მოჰყავს, რომელშიც ნათქვამია:
„9 ივნისს, სტამბოლში 2 ივნისს რუსეთ-უკრაინის მიერ მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ს რეჟიმის კონტოლქვეშ არსებული ტერიტორიიდან დაბრუნებულია რუსი სამხედრო მოსამსახურეების პირველი ჯგუფი, ასაკით 25 წლამდე. სანაცვლოდ გადაცემულია უკრაინის შეიარაღებული ძალების ტყვეების ანალოგიური რაოდენობა“.
იმავე წყაროს თანახმად, რუსი სამხედროები ახლა ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან: „ყველა რუსი სამხედრო მოსამსახურეს ჩაიყვანენ რუსეთის ფედერაციაში სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობისა და რეაბილიტაციის გასავლელად“ – აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.
2 ივნისს სტამბოლში გაიმართა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი. უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა თავდაცვის მინისტრის რუსტემ უმეროვი, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი იყო ვლადიმირ პუტინის მრჩეველი ვლადიმირ მედინსკი. მოლაპარაკებები საათზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა 16 მაისს სტამბოლში. პირველი რაუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგი იყო სამხედრო ტყვეების გაცვლა, პრინციპით 1000-1000-ზე. მეორე რაუნდზე კი გაცვლის მომდევნო ეტაპებისთვის პრიორიტეტულად განისაზღვრა 18-15 წლის, დაჭრილი და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე სამხედრო ტყვეების გაცვლა.