შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მეთხუთმეტედ უმასპინძლა. ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კონფერენციაზე, რომელიც IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებითა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით ყოველწლიურად ტარდება, სიტყვით გამოვიდნენ -ს ელჩი საქართველოში , დეკანი, აფილ. პროფესორი ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი თამარ შიოშვილი, ფულბრაიტის პროგრამის წარმომადგენელი ლორენ უილიამსონი და ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები.
„ქართველი, ამერიკელი და ევროპელი მეცნიერები კონფერენციაზე ამერიკისმცოდნეობის მულტიდისიპლინური და ინტერსციპლინური ხასიათის სტატიებს წარადგენენ, რომელიც მოიცავს აშშ-ს ცხოვრების ყველა სფეროს.
პროფესორების ნაშრომებთან ერთად წარმოდგენილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საუკეთესო სტუდენტების კვლევები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სოსიაშვილი: თქვენ ხართ ახალი საქართველოს, ახალი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მესაძირკვლე თქვენს გუნდთან ერთად და აგრძელებთ იმ დიდ გზას, რომელიც ჩვენმა დიდმა ერისკაცმა, ბიძინა ივანიშვილმა დასახა

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ახალგაზრდული ჯგუფები – 29 ივნისს გელოდებით პარლამენტთან – მნიშვნელოვანია, მთელ საქართველოს და მსოფლიოს დავანახოთ, რომ ვართ ბევრი, რომ არ შევშინდებით და არ დავნებდებით