რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კიევმა ყირიმზე დრონებით თავდასხმა განახორციელა

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 28 დეკემბერს ღამით ს თავზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, – ამის შესახებ ს თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
“გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა ს რეჟიმის მცდელობები, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა დრონების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცნობისათვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წუხელ, ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმები ისმოდა და საოკუპაციო რეჟიმმა ყირიმის ხიდზე მოძრაობა გადაკეტა.