მედია – ვლადიმერ პუტინმა სი ძინპინს განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ მინიმუმ 5 წელს გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს მარტში, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ ს ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში იომებს, – ინფორმაციას Nikkei Asia ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პუტინმა გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთი გაიმარჯვებს.
Nikkei Asia წერს, რომ “ხუთწლიანი ომის” შესახებ პუტინის სიტყვების შემდეგ, ჩინეთმა საკუთარ სტრატეგიას გადახედა. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რომ რუსეთის გაჭიანურებულმა ომმა შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს სი ძინპინის ამბიციებზე ჩინეთის ლიდერის პოსტზე მისი მესამე ვადის განმავლობაში, კერძოდ, საუბარია, ტაივანის ანექსიაზე.
Nikkei Asia წერს, რომ პუტინის განცხადების გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების მზადყოფნის სიგნალების შესახებ ცნობების დაუფიქრებლად მიღება არ უნდა მოხდეს.
„პუტინს შეიძლება უბრალოდ სურდეს, მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შექმნას ილუზია, რომ ის მიიწევს ცეცხლის შეწყვეტისკენ ან მშვიდობისკენ, რადგან თვლის, რომ ასეთი ატმოსფერო მის სასარგებლოდ იმოქმედებს კენჭისყრის დროს“, – ნათქვამია სტატიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა, შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის“ – მამა ლეონ გელოვანი