“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ზაზა გვიმრაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს გადაიღებდნენ აი აჯანყებას აწყობდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგო
მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის, ჯარში ნამყოფი კაცი ვარ, ვიცი სამხედრო ყუთები როგორია იარაღის დევს მანქანაში. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს გადაიღებდნენ აი აჯანყებას აწყობდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგო,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულმა ზაზა გვიმრაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
ზაზა გვიმრაძის განცხადებით, ე.წ ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ხალხს სამშობლოს მოღალატეებს უწოდებდნენ, ხოლო ნამდვილი მოღალატეები სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან 2008 წლის ომის, კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევის და ცხინვალის ავტონომიური ოლქის შექმნის გამო. „გზაში რომ მოვდიოდით მე სპეცრაზმელებთან ვიჯექი, ვეკითხებოდი რაზე გვიჭერთ-მეთქი. ერთი იყო ძალიან ცუდი კაცი ისე დამარტყა, საშინელი ტკივილი ვიგრძენი.
გზაში იმდენხანს მოვუნდით ქარელის პოლიციამდე ჩაყვანას, იმიტომ რომ ტელეფონზე ლაპარაკობდნენ, ვიღაცებს რაღაცებს ეკითხებოდნენ, გაურკვევლობაში ვიყავით, ხომ რაღაცა უნდა ჩაგედინა და დაეჭირე, სამშობლოს მოღალატეს გიწოდებენ. მოქმედებს ეს ჩემზე, სამშობლოს ღალატი მე ვიცი რაც არის, რასაც აკეთებენ ესენი [ნაციონალური მოძრაობა] ეს არის სამშობლოს ღალატი. რაც გააკეთეს 2008 წელს ეს სამშობლოს ღალატია და ის რაც, პარლამენტმა გააკეთა, რომ კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვა და ახალი ავტონომიური ოლქი გააკეთეს ცხინვალის აი ეს არის სამშობლოს ღალატი“,-განაცხადა ზაზა გვიმრაძემ.