შენცა მატეო? – “ნაპოლის” შეიძლება პოლიტანოც დაემშვიდობოს

“ნაპოლის” ფეხბურთელები ტოვებენ: ელიფ ელმასი “ლაიფციგში” ჩაირიცხა, პიოტრ ზილენსკი “ინტერს” შეუთანხმდა, ახალი კონტრაქტის თანახმად ვიქტორ ოსიმენის გამოსყიდვა მსურველ კლუბს 130 მილიონ ევროდ შეუძლია, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ არაა გამორიცხული, მატეო პოლიტანომ საუდის არაბეთს მიაშუროს.
ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ “ალ შაბაბი” პოლიტანოს აგენტს დაუკავშირდა და მზადაა ტრანსფერში 12 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხელშეკრულება 2027 წლამდე გაუფორმოს, ხოლო ფეხბურთელს სეზონურ გასამრჯელოდ 7 მილიონი დაუნიშნოს.
30 წლის პოლიტანომ მიმდინარე სეზონში სერია A-ს 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა.