დავით გეფერიძე – აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა

სოხუმსა და მოსკოვს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით, აფხაზურ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე „ინტერპრესნიუსი“ ექსპერტს ავიაციის საკითხებში, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, დავით გეფერიძეს ესაუბრა.
– ბატონო დავით, აფხაზეთში ჩატარებული საპრეზიდენტო ს წინ მოსკოვსა და სოხუმს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით აფხაზური საზოგადოების გარკვეულ ნაწილსა და ასევე პოლიტიკური წრეების გარკვეულ ნაწილში საკმაოდ კრიტიკული მოსაზრებები გამოითქმებოდა.
ახლა ვითარება კიდევ უფრო გართულებულია იმის გამო, რომ სოხუმის ბაბუშარის აეროპორტიდან აფრენილი სამოქალაქო ხომალდების მოძრაობაზე მონიტორინგს აწარმოებს “Flightradar24”-ს რადარი, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს სრულფასოვნად ადევნოს თვალი ხომალდის მოძრაობას. ეს რესურსი ელექტრონულად აფიქსირებს აეროპორტიდან „აფრენისა“ და „დაფრენის“ დროს.
აფრენისას იგივე რადარი მგზავრებს ამცნობს ხომალდის სოხუმიდან, ანუ საქართველოდან აფრენას, ხოლო დაფრენისას იტყობინება რომ ხომალდი დაფრინდა მოსკოვში, ანუ ს ფედერაციაში.
ამგვარი ვითარების გამო, აფხაზური საზოგადოების ნაწილი აღშფოთებას არ მალავს.
მოსკოვსა და სოხუმს შორის საჰაერო მიმოსვლა რომ აღდგა, მაშინ, მართალია, დაგვიანებით, მაგრამ მაინც გამოითქვა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ უკმაყოფილება.
რჩება შთაბეჭდილება, რომ მოსკოვსა და სოხუმს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა რაღაც ფორმით ოფიციალური თბილისის თუ თანხმობის არა, „მრავლისმეტყველი დუმილის“ გარეშე არ მომხდარა. უკაცრავად ვრცელი შესავლისთვის.
გთხოვთ გაგვარკვიოთ – რეალურად, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე?
– დღესდღეობით თანამედროვე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები ამოსავალია ნებისმიერი საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის სამართლებრივი რეგულირების სისტემაში, მათ შორის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ყველა კონკრეტულ საკითხში, რომლებიც წამოიჭრება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მრავალმხრივი გამოყენების პროცესში.
დიახ, აღნიშნული პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევით მიმდინარე წლის მაისიდან რუსეთის ფედერაციის ავიაკომპანიებმა ოკუპირებულ აფხაზეთში დაიწყეს გარკვეული რეისების შესრულება.
ნებისმიერი ავიაკომპანიის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან უკანონოდ გახსნილი აეროპორტიდან, რომელიც არ არის სერტიფიცირებული საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
– რას წარმოადგენს “Flightradar24”-ს რადარი?
– სამწუხაროდ, ამჟამად საქართველო მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს ფრენის უსაფრთხოებასა და საავიაციო უშიშროებაზე ზედამხედველობა, ეს ფაქტი წარმოადგენს დარღვევას, როგორც იკაოს – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ნორმებისა, ისე საქართველოს კანონის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.
„Flightradar24“-ს ვებ-გვერდი არ წარმოადგენს სახელმწიფო, ან მით უმეტეს რომელიმე საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციის ოფიციალურ მონაცემებს. დიახ, მათ რუკაზე დატანილია სოხუმის აეროპორტის მონაცემები საქართველოს დროშით და პირდაპირ ეთერში შეგვიძლია თვითმფრინავების აფრენა დაფრენისთვის თვალის დევნა. შესაბამისად, ოფიციალური თბილისის მხარდაჭერა ამაში გამორიცხულია
რაც შეეხება “Flightradar24”-ს – ეს არის გლობალური თვალთვალის სერვისი შექმნილი ორი შვედი სპეციალისტის მიერ და წარმოადგენს კერძო კომპანიას, რომელიც აწვდის რეალურ დროში ინფორმაციას საჰაერო ხომალდების მიმოსვლის შესახებ მთელ მსოფლიოში. გაცნობებთ, “Flightradar24″-ს ვებ-გვერდი არ წარმოადგენს სახელმწიფო ან მით უმეტეს რომელიმე საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციის ოფიციალურ მონაცემებს.
დიახ, Flightradar24”-ს რუკაზე დატანილია სოხუმის აეროპორტის მონაცემები საქართველოს დროშით და პირდაპირ ეთერში შეგვიძლია თვითმფრინავების აფრენა დაფრენისთვის თვალის დევნა. შესაბამისად, ოფიციალური თბილისის მხარდაჭერა ამაში გამორიცხულია.
– რადგან მონიტორინგს შვეიცარიული კომპანია ახორციელებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს შვეიცარიული კომპანია იკაოს-თან თანამშრომლობს და მათ იკაო მიაწვდიდა საჰაერო მიმოსვლების რუკას…
– ჩემი ინფორმაციით აღნიშნული რუკა არ არის დაყრდნობილი იკაოს ოფიციალურ მონაცემებთან, ეს ქსელი აძლევს ყველას შესაძლებლობას, ვისაც აქვს შესაბამისი ე.წ. ADS-B-ს მიმღები ატვირთოს მონაცემები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
– მას შემდეგ რაც მოსკოვსა და სოხუმს შორის საჰაერო ფრენა აღდგა, იკაო საქართველოს საჰაერო ნავიგაციას უნდა დაჰკავშირებოდა თუ არა? ზოგადად რამდენად უსაფრთხოა რუსული კომპანიების თვითმფრინავებით ფრენა?
– არა, საქაერონავიგაცია ახორციელებს საჰაერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობას, აეროდრომების/აეროპორტების და მიწისზედა საშუალებების ზედამხედველობას თანამედროვე საკუთარი საშუალებების გამოყენებით.
– 2022 წლის თებერვალში, ში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, რუსეთის სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები ითვალისწინებს საავიაციო ტექნიკისა და ნაწილების მიწოდების აკრძალვას, აგრეთვე რუსული თვითმფრინავების იმ ქვეყნებში ფრენის შეზღუდვას, რომლებმაც სანქციები დააწესეს და მათთვის საჰაერო სივრცის დახურვას.
ასევე გაუქმდა საერთაშორისო საავიაციო დაზღვევების პროცედურები, ხოლო რუსეთის კომპანიებისგან მოითხოვეს, დაებრუნებინათ თვითმფრინავები, რომლებიც ლიზინგით ჰქონდათ შეძენილი, რაც მათ დღემდე არ გააკეთეს.
ბოლო ორი წელია რუსული ავიაკომპანიები უცხოეთში წარმოებული საჰაერო ხომალდების „კანიბალიზმით“ არიან დაკავებულნი, ანუ საჰაერო ხომალდების შესანარჩუნებლად – ორ თვითმფრინავს ერთის გასარემონტებლად შლიან ნაწილებად
ამის გამო, რუსული თვითმფრინავების უმეტესობას საზღვარგარეთ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ქვეყნებსა და ახლა ოკუპირებულ აფხაზეთში. 2 ივნისიდან სოხუმში პირდაპირ რეგულარულ რეისებს რუსული ავიაკომპანია, iFly იწყებს მარშრუტზე Airbus A330-ის მოდელის თვითმფრინავი იფრენს შეუძლია რეისების შესრულება ყველანაირი უსაფრთხოების ნორმების დარღვევით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საავიაციო ინციდენტები და უბედური შემთხვევები.
ბოლო ორი წელია რუსული ავიაკომპანიები უცხოეთში წარმოებული საჰაერო ხომალდების „კანიბალიზმით“ არიან დაკავებულნი, ანუ საჰაერო ხომალდების შესანარჩუნებლად – ორ თვითმფრინავს ერთის გასარემონტებლად შლიან ნაწილებად.
– რამდენად შესაძლებელია, რომ იკაო სოხუმთან საქართველოს სამოქალაქო ავიაციის გარეშე, ანუ გვერდის ავლით საქმიანობდეს?
– ეს გამორიცხულია, იკაოს – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისათვის ეს არის ოკუპირებული ტერიტორია.
1993 წლიდან ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-9 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, საქართველომ საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში დაადგინა აკრძალული საჰაერო არეები ს ა/რ საჰაერო სივრცის შესაბამისი ტრასები და დერეფნები, იმ პირობით, რომ მათი რეჟიმი ერთნაირად იმოქმედებს ამ სახელმწიფოს რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაში მონაწილე საჰაერო ხომალდებისა და კონვენციის წევრი სხვა სახელმწიფოების ანალოგიური საჰაერო ხომალდების მიმართ.
– აფხაზური საზოგადოების ნაწილი ასევე საუბრობს იმაზე, რომ მოსკოვსა და სოხუმს შორის საჰაერო მიმოსვლის არსებული სქემით აღდგენაზე თავის დროზე უარი თქვა აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ არძინბამ, ხოლო შემდეგ „პრეზიდენტმა“ ბაღაფშმა.
სოხუმში ბევრი ვარაუდობს, რომ ვლადისლავ არძინბას ალტერნატიული მარშრუტი სოხუმიდან აფრენილი თვითმფრინავის კავკასიონზე გადაფრენას ითვალისწინებდა და არა აფხაზეთიდან ზღვის მხრიდან გასვლას.
მათივე მტკიცებით, ასე შესაძლებელი იქნებოდა აეროპორტის იკაო-ს გვერდის ავლით ამუშავება, მაგრამ, ამ შემთხვევაში არ დაფიქსირდებოდა, რომ სოხუმიდან აფრენილი ხომალდი ქართული დროშით საქართველოდან აფრინდა.
რამდენად საფუძვლიანი მტკიცება, რომ მოსკოვთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის ვლადისლავ არძინბას ალტერნატიული გზის განხორციელების შემთხვევაში სოხუმიდან აფრენილი ხომალდის მოძრაობისას არ ეწერებოდა რომ იგი საქართველოს ტერიტორიიდან და ქართული დროშით არ აფრინდებოდა?
– საქართველო, შესაბამისად მისი უფლებამოსილი ორგანო – საქაერონავიგაცია, ვერ აკონტროლებს სოხუმის აეროპორტს, ის რუსული საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების დაქვემდებარებაშია, შეგვიძლია ვთქვათ ოკუპირებულია და რუსეთის საჰაერო სივრცის ნაწილია, შესაბამისად, მარშრუტებს ადგენს მხოლოდ რუსეთის სააერნაოსნო სამსახურები.
დიახ, მსმენია არძინბას იმ დროინდელ პოზიციონირებაზე ე.წ. საჰაერო მიმოსვლის აღდგენებზე, რაც ვერ განხორციელდა. აქტიური მოქმედებები კი დაიწყეს ჯერ ე.წ „აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმების“ გაფორმებიდან 2011 წელს, შემდგომში სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია და ამჟამად დაგვირგვინდა რეისების შესრულებით.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის პირველ მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური ნოტით მიმართა იკაოს, სადაც მკაფიოდ დააფიქსირა ქვეყნის პოზიცია საქართველოს უფლებამოსილი უწყების ნებართვის გარეშე ოკუპირებული აფხაზეთიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაუშვებლობის შესახებ. ვფიქრობ, მიზანშეწონილია იკაოს ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის მიმართ პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ საკითხის დაყენება.
ვფიქრობ, მიზანშეწონილია იკაოს ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის მიმართ პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ საკითხის დაყენება
კერძოდ, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფოები პოლიტიკურად პასუხისმგებელნი არიან საერთაშორისო საჰაერო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დარღვევაზე, კონკრეტულად, ის შეიძლება გამოიხატოს, იკაოს ასამბლეაში ხმის უფლების შეჩერების ფორმით, ჩიკაგოს კონვენციის 88-ე მუხლი, რადგან, სახელმწიფოებს ეკისრებათ საერთაშორისო პასუხისმგებლობა უცხო ქვეყნის საჰაერო სივრცეში სუვერენიტეტის დარღვევის გამო.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი