-ში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც, სავარაუდოდ, 20-მდე ადამიანი იმყოფებოდა

აშშ-ს ტენესის შტატის საგზაო პატრულის ინფორმაციით, კოფის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა.

“პირველადი ცნობებით, ბორტზე 16-20 ადამიანი იმყოფებოდა. ზოგიერთ მათგანი ახლომდებარე საავადმყოფოებში [ვერტმფრენით] გადაიყვანეს,” წერს საგზაო პოლიცია X-ზე გავრცელებულ პოსტში.

ამასთანავე, Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში პატრულმა აღნიშნა, რომ რამდენიმე პირი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ხოლო ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

სამართალდამცავი ორგანოების მიხედვით, პირველადი ინფორმაცია მიანიშნებს, რომ თვითმფრინავი სქაიდაივინგის დანიშნულების იყო.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გაგრელი: თუ რობიკო სტურუას პორნო ვეფხისტყაოსნის მხოლოდ განათებისთვის 800 000 ლარი გაქვთ და კანიე ვესტის ჩამოყვანის ფული გაქვთ და თბილისის საახალწლო განათებისთვის 5.5 მილიონი გაქვთ…

ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარზე – უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით – დავადასტურეთ მზადყოფნა, წინ წავწიოთ ორმხრივი თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტი