Reuters – რომის პაპმა ნაციონალისტური პოლიტიკური მოძრაობები გააკრიტიკა

რომის პაპმა ნაციონალისტური პოლიტიკური მოძრაობები გააკრიტიკა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რომის პაპ ლეო XIV-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
რომის პაპმა ლეო XIV-მ საკვირაო ქადაგებისას ღმერთს „საზღვრების გახსნა, კედლების დანგრევა და სიძულვილის განდევნა“ სთხოვა.
„ცრურწმენების ადგილი არ არის, „უსაფრთხო ზონებისთვის“, რომლებიც მეზობლებისგან გვაშორებს, იზოლაციონისტური აზროვნებისთვის, რომელთა აღზევებაც ახლა, სამწუხაროდ, პოლიტიკურ ნაციონალიზმში ვხედავთ“, – განაცხადა რომის პაპმა.
შეგახსნებთ, რომის პაპ ლეო XIV-ს ინაუგურაცია 18 მაისს გაიმართა. ის ისტორიაში პირველი ამერიკელი ა.