მარკო რუბიო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა

მარკო რუბიო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა, – ამის შესახებ განცხადებას -ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ სატელეფონო საუბრისას „ში მიმდინარე ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევა განიხილეს“.
„მდივანმა რუბიომ მდგრადი მშვიდობის მისაღწევად რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მარკო რუბიომ და ჟან-ნოელ ბარომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო კოშტა – ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას – ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს – მზად ვართ დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები