მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მეორედ დაიცვა

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის (61კგ) საჩემპიონო ქამარი დაიცვა.
ქართველმა მებრძოლმა ამერიკის სახელით მებრძოლი შონ ომალი დაამარცხა.
ორთაბრძოლას -ის პრეზიდენტი ც ესწრებოდა.
ცნობისთვის, მებრძოლებს შორის პირველი დაპირისპირება 2024 წლის 15 სექტემბერს გაიმართა და აღნიშნული ბრძოლაც დვალიშვილის გამარჯვებით დასრულდა.
მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 24 შეხვედრის შემდეგ 20 გამარჯვება და 4 მარცხი დაუგროვდა. დღევანდელი მოგება ზედიზედ მეცამეტეა.