გიორგი თავდგირიძე: ჩეჩნეთს მიეცა საშუალება (არა მხოლოდ ჩეჩნეთს, არამედ მთელ კავკასიას) აჯანყდეს და სისხლში ჩაახშოს რუსეთის ნებისმიერი მცდელობა ფეხი მოიკიდოს კავკასიის მთიანეთში

მ გზა გაუხსნა და აჩვენა მაგალითი, ს დამონებულ ერებს, როგორ უნდა ებრძოლო რუსულ არმიას.
დრონები ეფექტურია, იაფია, ტაქტიკურ ამოცანათა ფართო სპექტრს ასრულებს, მოქმედებს ოპერატიულ და სტრატეგიულ სიღრმეებში. ამ ყველაფერმა რუსეთს ომი გაუძვირა, დაუკარგა რაოდენობრივი უპირატესობის ეფექტი, რეალური გახადა ასიმეტრიული ტაქტიკის გამოყენება და რიცხოვნულად მცირე ჯგუფებს გაუჩინა შანსი მოიგოს ომი მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში ეფექტური მოქმედებების შედეგად. ასევე გაჩნდა შანსი, მთიან რელიეფზე რუსეთის ჯარების მოქმედების აბსოლუტური შეზღუდვის.
ჩეჩნეთს მიეცა საშუალება (არა მხოლოდ ჩეჩნეთს, არამედ მთელ კავკასიას) აჯანყდეს და სისხლში ჩაახშოს რუსეთის ნებისმიერი მცდელობა ფეხი მოიკიდოს კავკასიის მთიანეთში. ჩეჩნეთთან შემდეგ ომში რუსეთს შანსი აღარ ექნება.
რაც შეეხება უკრაინა-რუსეთის ომს, რუსეთის სამხედრო ობიექტების დაცვა რომ უნდა გააძლიეროს და ფაქტიურად ბიუჯეტის ხარჯები რომ უორმაგდება, ეს გასაგებია. ამ ობიექტების დაცვა ახალწვეულების საყარაულო სამსახურით რომ ვეღარ განხორციელდება ესეც მოცემულობაა ( ანუ სამობილიზაციო მოთხოვნა მოულოდნელად გაორმაგდა). მაგრამ, ამასთანავე, რუსეთის სამხედრო მანქანა ვერ იბრძვის ჯავშანტექნიკის გარეშე, ეს კი მილიონობით ლიტრი საწვავია, მათ კი ჯერ მოპოვება და გადამუშავება ჭირდება, შემდეგ კი ტრანსპორტირება დასაწყობება და ისევ ტრანსპორტირება. ეს კი ათასობისთ დაუცველი ობიექტია. ათასობით სამიზნე. ან რუსები ამ ობიექტების დაცვის სისტემას შექმნიან, ან საწვავის გარეშე დარჩებიან. ამდენი მიმოფანტული ობიექტის დაცვა კი ახალ საბრძოლო სისტემების წარმოებას და მათი ეკიპაჟების მომზადებას გულისხმობს. ანუ კვლავ იზრდება სამხედრო ხარჯები და კვლავ იზრდება სამობილიზაციო ტვირთი. თანაც ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ეს დაცვა ეფექტიანი იქნება. ხარჯი აუცილებლად გაიზრდება, საფრთხე არ შემცირდება. ეს არის უკრაინელების ნაპოვნი ომის გასაღები. ვნახოდ რამდენად ეფექტურები იქნებიან უკრაინელები”, – წერს სოციალურ ქსელში ჯგუფ “ფარის” თანადამფუძნებელი, გიორგი თავდგირიძე.