“ქართული ოცნება” ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტს აუქმებს

ქართული ოცნება ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტს აუქმებს. შესაბამისი ბრძანება ძალაში 1-ლი ივლისიდან შევა, მას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
დადგენილების მიხედვით, ლიკვიდირებული ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ საგარეო საქმეთა სამინისტრო განისაზღვრება.
4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება 1 ივლისიდან NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს ხურავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად, ცენტრი სამინისტროს უერთდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)