გერმანული Spiegel-ის და დანიური Danwatch-ის ინფორმაციით, რუსეთის სტრატეგიულ სარაკეტო ჯარებზე განხორციელდა არსებობის მანძილზე უმსხვილესი კიბერშეტევა!
ჰაკერებმა გატეხეს რუსეთის ფედერალური არმიის ტენდერების ბაზა, რის შედეგაც საჯარო წვდომაში მოხვდა 2 მილიონი (!!!) დოკუმენტი, მათ შორის უმთავრესი კი ეკუთვნის ბირთვული შეკავების კომპონენტს – იასნიში განლაგებული სტრატეგიული რაკეტების ასობით დეტალური ნახაზები.
მასში შედიან: მიწისქვეშა გვურაბები, ყაზარმები, Авангард-ის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტები, სეისმური და რადიოაწტიურობის მზომი სენსორები, ასევე ელექტრო და წყალმომარაგების სისტემები ვენტილაციასთან ერთად.
და ყველაზე მთავარი – საკონტროლო-სამეთაურო პუნქტები, სათვალთვალო კამერები, პირადი შემადგენლობის ევაკუაციის გეგმა.
მსგავსი შემთხვევა ბოლოს 1970-იან წლებში მოხდა, როცა მსგავსი ნახაზები გამოქვეყნდა და ახლა სპეცსამსახურებს უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ სამომავლო დივერსიების მომზადებისათვის.