ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვზე თავდასხმაზე – არავითარი სამხედრო აზრი არ აქვს, სუფთა ტერორიზმია, არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა, ეს რაღაც თამაში არ არის – რუსეთი დაუსჯელობას გრძობს

რუსების მიერ ხარკოვზე დარტყმის შედეგად 40-ზე მეტი დაჭრილია, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სუფთა ტერორიზმია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.
“ამ მომენტისთვის ხარკოვში 40-ზე მეტი დაჭრილისა და ერთი გარდაცვლილი ადამიანის შესახებაა ცნობილი რუსული ავიაბომბების დარტყმის შედეგად.
მორიგი სასტიკი მკვლელობა. ავიაბომბები სამოქალაქო პირებზე ქალაქში – გვერდით საბავშვო რკინიგზაცაა. ამას არავითარი სამხედრო აზრი არ აქვს. სუფთა ტერორიზმი. და ეს ფართომასშტაბიანი ომის სამ წელზე მეტია გრძელდება.
ამის იგნორირება არ შეიძლება. არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა. და ეს რაღაც თამაში არ არის. ყოველდღე ვკარგავთ ჩვენს ხალხს მხოლოდ იმიტომ, რომ დაუსჯელობას გრძნობს. საჭიროა რუსეთის მშვიდობისკენ მკაცრად იძულება,” – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე – იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები სწორედ მშვიდობის დამყარებით დასრულდება – მინდა, უკრაინასა და მთლიანად ევროპის კონტინენტს ვუსურვო მშვიდობა

ირაკლი კობახიძე მზია ამაღლობელისა და ზვიად რატიანის საქმეებზე – მათი უფლებაა, სილა გააწნან ვისაც უნდათ, თუმცა სახელმწიფოს უფლებაა ამას გასცეს პასუხი – ნებისმიერ ასეთ ქმედებას გაეცემა პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით