ზუგდიდის მერია კონკურსს აცხადებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ზუგდიდის შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიზნით, კონკურსს აცხადებს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონკურსი ევროკავშირის პროექტის – #EU4Culture მხარდაჭერით შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისმა კომისიამ მიიღო.
კონკურსი ორ მიმართულებას ითვალისწინებს:
· ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეწვისა და გასტრონომიის სექტორის ხელშეწყობა.
მიმართულების საკონკურსო ბიუჯეტი – 42 492 ლარი;
· ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელთა სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
მიმართულების საკონკურსო ბიუჯეტი – 42 492 ლარი;
საკონკურსო განაცხადების მიიღება შესაძლებელია 2023 წლის 28 დეკემბრიდან 2024 წლის 27 იანვრამდე მატერიალური სახით მისამართზე: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N90, ან მერიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – zugdidismeria@gmail.com ელექტრონული დოკუმენტის სახით.
დამატებითი ინფორმაცია და ფორმულარები, იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
კონკურსის დებულება: https://shorturl.at/ejBUX
კონკურსის პირობები და დაფინანსების წესი: https://shorturl.at/awBP0
დანართი N1 – განცხადების ფორმა: https://shorturl.at/opuV0
დანართი N2 – საპროექტო განაცხადი: https://shorturl.at/EQRT2
დანართი N3 – დაზუსტებული ინფორმაცია: https://shorturl.at/ryPRV
დანართი N4 – შესრულების ანგარიში: https://shorturl.at/hrsH1

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც

თორნიკე ნაროზაული: ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები- ამას ფანატიზმი ჰქვია, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ