რუსებმა ხარკოვს დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსულმა ჯარებმა 7 ივნისის ღამეს ხარკოვზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს, ე.წ. „კამიკაძე“ დრონების, მართვადი ბომბებისა და რაკეტების გამოყენებით. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.
„წინასწარი მონაცემებით, ხარკოვის ტერორისტული დაბომბვის შედეგად, დაზიანდა 18 საცხოვრებელი კორპუსი და 13 კერძო სახლი“, – განაცხადა ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა.
მისი თქმით, ქალაქს Shahed-ის 53 ტიპის დრონით, ოთხი მართვადი საჰაერო ბომბით და რაკეტებით შეუტია. დაზარალდა სა და ოსნოვიანსკის რაიონები. კიევის რაიონში რუსებმა სამოქალაქო საწარმოს დაარტყეს.
„სამოქალაქო საწარმოზე თავდასხმის შედეგად 10 000 კვადრატული მეტრის ფართობზე ხანძარი გაჩნდა. დაფიქსირდა ოთხი სახელოსნოს შენობის დაზიანება. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იმყოფებოდნენ“, – აღნიშნა სინეგუბოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!