24 წლის ჩრდილომაკედონიელი ნახევარმცველი ელიფ ელმასი “ნაპოლიდან” “ლაიფციგში” გადავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული კლუბი საიტით ავრცელებს.
ელმასმა “ლაიფციგთან” კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა, სადაც 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და გუნდთან ერთად ესპანურ შეკრებაზე 2 იანვარს გაემგზავრება.
ელმასმა განაცხადა, რომ ბუნდესლიგაში გადასვლა და “ლაიფციგში” თამაში მისი ოცნება იყო, მოსწონს ამ გუნდის კონტრშეტევითი სტილი, სწორი ნაბიჯი გადადგა და ჩემპიონთა ლიგაზე “რეალთან” დაპირისპირებას მოუთმენლად ელის.