კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა

რუსებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მასშტაბური შეტევის შედეგად ზიანი კიევის სულ მცირე ექვს რაიონში დაფიქსირდა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, საცხოვრებელი შენობები, ავტომობილები და მეტროს ლიანდაგები.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, მათგან 16 ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაზიანებულ ტერიტორიებზე ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
რუსები წუხელ დასავლეთ უკრაინის ქალაქებს – ლუცკსა და ტერნოპოლსაც დაესხნენ თავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო