კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა

რუსებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ს საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მასშტაბური შეტევის შედეგად ზიანი კიევის სულ მცირე ექვს რაიონში დაფიქსირდა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, საცხოვრებელი შენობები, ავტომობილები და მეტროს ლიანდაგები.
„მტრის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ექიმების ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 20 ადამიანი. მათგან 16 ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.
დაზიანების ადგილებში ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!