დაპირისპირება ტრამპსა და მასკს შორის: ვინ არის უმადური და ვინ – იმედგაცრუებული

5 ივნისს, -ს პრეზიდენტი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ. მათი თანამშრომლობა, რომელიც ჯერ კიდევ ტრამპის მეორე გაპრეზიდენტებამდე დაიწყო, საჯარო შეურაცხყოფებით გრძელდება.
დაპირისპირების საბაბი, სავარაუდოდ, გახდა აშშ-ს ბიუჯეტის ცვილების შესახებ კანონპროექტი, რომელიც მასკმა გააკრიტიკა. საპასუხოდ, ტრამპმა განაცხადა, რომ მასკი კანონპროექტის შინაარსს იცნობდა ჯერ კიდევ მისი მომზადების დროს.
“ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონით. მე მას ძალიან დავეხმარე. მან იცოდა კანონპროექტის შიდა სამუშაოები იმაზე უკეთ, ვიდრე აქ მჯდომმა ნებისმიერმა ადამიანმა. მას არანაირი პრობლემა არ ჰქონდა”, – განაცხადა ტრამპმა მასკზე საუბრისას.
საპასუხოდ, მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელში, X-ზე არაერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ტრამპს აკრიტიკებს და ლანძღავს. მან დაწერა, რომ ტრამპი ცრუობს და კანონპროექტის შესახებ არაფერი იცოდა. გარდა ამისა, მან თქვა, რომ ტრამპი უმადურად ექცევა.
“მე რომ არ ვყოფილიყავი, ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებდა”, – განაცხადა მასკმა.
როგორც ჩანს, დაპირისპირება ამით არ ამოიწურება. მაგალითად, ტრამპი უკვე დაემუქრა მასკს სამთავრობო კონტრაქტების შეწყვეტით. The New York Times-ის ინფორმაციით, მხოლოდ 2024 წელს მასკის კომპანიებს 17 ფედერალურ სააგენტოსთან 100 სხვადასხვა კონტრაქტის ფარგლებში 3 მილიარდი დოლარი უნდა მიეღოთ. კონტრაქტების დიდი ნაწილი მასკის კოსმოსური ტექნოლოგიების კომპანიას, SpaceX-ს ეხება.