ტრამპის თქმით, პუტინს მოუწოდა, არ უპასუხოს კიევის თავდასხმას რუსეთის აეროდრომებზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართული სატელეფონო საუბარიც ახსენა.
მან თქვა, რომ სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, არ მიეღო საპასუხო ზომები უკრაინის მიერ რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე დარტყმებისთვის.
“მე ვუთხარი, არ გააკეთო ეს, არ უნდა გააკეთო ეს, უნდა შეწყვიტო”, – უთხრა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს და დაამატა ს პასუხიც, რომელმაც, დონალდ ტრამპს უთხრა, რომ “არ აქვს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ უპასუხოს”.
ს თქმით, ომის შეჩერება რთული აღმოჩნდა, რადგან რუსეთსა და ს შორის “ბევრი უთანხმოებაა”, ვლადიმერ პუტინსა და ს შორის კი – ზიზღი.
თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა მოუწოდა დონალდ ტრამპს, გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს.
“თქვენ იცით, რომ ჩვენ მხარდაჭერა გავუწიეთ უკრაინას და ჩვენ ვისწრაფვით, რომ გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე”, – თქვა ფრიდრიხ მერცმა.