ფრიდრიხ მერცი – დონალდ ტრამპი საკვანძო პიროვნებაა, ვისაც ნამდვილად შეუძლია ომის შეჩერება რუსეთზე ზეწოლის განხორციელებით – ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ

დონალდ ტრამპი საკვანძო პიროვნებაა, ვისაც ნამდვილად შეუძლია ომის შეჩერება რუსეთზე ზეწოლის განხორციელებით, ჩემი პირადი აზრი ცხადია – ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა თეთრ სახლში -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.
“ორივე ვთანხმდებით ამ ომზე და რამდენად საშინელია ეს ომი. ორივე ვეძებთ გზებს, თუ როგორ შევაჩეროთ ის ძალიან მალე.
სანამ შემოვიდოდით, პრეზიდენტს [ტრამპს] ვუთხარი, რომ ის საკვანძო პიროვნებაა მსოფლიოში, ვისაც ნამდვილად შეუძლია ამის გაკეთება ახლა, რუსეთზე ზეწოლის განხორციელებით. და ეს საუბარი მოგვიანებით გვექნება კიდევ ერთხელ – როგორც შეგვიძლია ევროპელებსა და ამერიკელებს ერთად მოქმედება.
ვფიქრობ ყველას გვაქვს ვალდებულება რამე გავაკეთოთ ამაზე, რათა შევაჩეროთ ეს სამ წელიწად-ნახევრის შემდეგ, რაც ნამდვილად საშინელია. ნახეთ ბავშვები, რომლების უკრაინიდან რუსეთში გაიტაცეს. ეს ყველაფერი საშინელია. ასე რომ, ვსაუბრობთ ინსტრუმენტებსა და ზომებზე, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. და ამაზე ჩემი პირადი აზრი ცხადია – ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ და ვცდილობთ ისინი სულ უფრო და უფრო გავაძლიეროთ, რათა პუტინს ამ ომის გაჩერება ვაიძულოთ”, – განაცხადა მერცმა.