ლექსო სამხარაძე: დავით მათიკაშვილმა მიჩივლა. ზაფხულს სოლიდური ჯარიმით, ან საპყრობილეში შევხვდები

აქტივისტი ლექსო სამხარაძე ამბობს, რომ დავით მათიკაშვილმა შეურაცხყოფის საბაბით უჩივლა.
„დავით მათიკაშვილმა მიჩივლა. ზაფხულს სოლიდური ჯარიმით, ან საპყრობილეში შევხვდები. არც ერთია კატასტროფა, კატასტროფა გარუსება და ქვეყნის ღალატია.
წინა დღეებში უკვე ყავდათ ახალგაზრდა გოგოები რეჟიმს დატყვევებული, იგივე ბრალით. ასე რომ, ჩემი ქმედება იყო სრულად გააზრებული და შედეგიც როგორი დადგებოდა ვხდებოდი/ვხვდები.
რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად საქართველოს გამარჯვებით დასრულდება”.- დაწერა მან ფეისბუქზე.
2 ივნისს ლექსო სამხარაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ საპროტესტო შეძახილებს ეუბნება „ქართული ოცნების” წევრ დავით მათიკაშვილს, რომელიც კაფეში შედის.
„ოლე, ოლა […]. გადაშენი რუსეთში, ქოცუნია ესა”. – ამბობს ლექსო სამხარაძე ვიდეოში.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…