პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობის კამპანიის ჩატარებას. ამის შესახებ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ოპოზიციურო პარტიებო, არათუ პარტიასთან, არამედ გიგასთანაც არ შემითანხმებია (მგონია, რომ მოეწონებათ აზრი) და უბრალოდ გთავაზობთ:
· ჩვენ ჩავატაროთ ერთად თვითმმართველობის არჩევნების კამპანია.
· ოღონდ ეს კამპანია იყოს თვითმმართველობის არჩევნებში არმონაწილეობაზე და დაეთმოს ჩვენი თანამოქალაქეების დარწმუნებას რეჟიმის ცვლილების აუცილებლობაში.
სხვა კამპანია ჩავატაროთ – ეროვნულ პროექტებზე ვისაუბროთ, რაც რეჟიმის ცვლილებას მოყვება.
მე რკინის ჩლიქებს გავიკეთებ და მატორიანი თხასავით ვივლი – თუ ეს მოხერხდა“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
