შალვა პაპუაშვილი „გახარია საქართველოსთვის“ წევრებზე – რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის კმაყოფაზე უსაქმურ დეპუტატებს პარლამენტში ვერ გავაჩერებთ

რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის კმაყოფაზე უსაქმურ დეპუტატებს ჩვენ პარლამენტში ვერ გავაჩერებთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებთან დაკავშირებით განუცხადა.
„იმ 12 დეპუტატს, რომელიც დეკემბრიდან მოყოლებული „შატალოზეა“ და იღებს პარტიულ დაფინანსებას, მიუხედავად იმისა, რომ თითი თითზე არ დაუკარებია საქართველოს პარლამენტში მუშაობის მხრივ, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის კმაყოფაზე უსაქმურ დეპუტატებს ჩვენ პარლამენტში ვერ გავაჩერებთ. შესაბამისად, უფლებამოსილება შეუწყდება ამ თორმეტეულს.
ვინაიდან სია არაა ჩახსნილი, რა თქმა უნდა, შემდეგ 12-ს ექნება შანსი, რომ ქართველ ხალხს დაანახოს საერთოდ რაიმეს გაკეთებას აპირებენ თუ არა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?