“პუტინმა თქვა, რომ იძულებული იქება აეროდრომებზე თავდასხმას უპასუხოს”, – ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ

“ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, უკრაინის დრონებით თავდასხმას ს აეროდრომებზე პასუხი გასცეს”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
როგორც ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, ეს სატელეფონო ზარი, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა, „არ გამოიწვევს დაუყოვნებლივ მშვიდობას“ რუსეთისა და უკრაინის შორის.
“საუბარი დაახლოებით ერთი საათისა და თხუთმეტი წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ვიმსჯელეთ უკრაინის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელიც რუსეთის აეროდრომზე მდგომ თვითმფრინავებს შეეხო, ასევე თავდასხმებზე, რომლებიც ორივე მხარის მიერ ხორციელდება.
ეს იყო კარგი საუბარი, თუმცა არა ისეთი, რომელიც დაუყოვნებლივ მშვიდობას მოიტანს. პრეზიდენტმა პუტინმა მტკიცედ განაცხადა, რომ მას მოუწევს პასუხი გასცეს ავიაბაზებზე თავდასხმას.
ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ირანზე და იმ ფაქტზე, რომ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისთვის დრო იწურება! მე პუტინს განვუცხადე, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი და, ჩემი აზრით, ამ საკითხზე ვთანხმდებით”, – წერს ტრამპი.
რუსულმა სააგენტომ, РИА Новости-მ, გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინმა ტრამპს უთხრა, თითქოს მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობს და ს მთავრობა „ფაქტობრივად ტერორისტულ ორგანიზაციად არის ქცეული“.
სააგენტოს ცნობით, ორმა ლიდერმა ასევე ისაუბრა რუსეთსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის აღდგენის პოტენციალზე.
ეს საუბარი პირველი იყო მას შემდეგ, რაც 1-ელ ივნისს უკრაინამ დრონებით შეუტია რუსულ აეროდრომებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა – არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, არავითარი დანდობა!

დიმიტრი სამხარაძე – თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა, სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება!