კახა კალაძე გიორგი გაბიტაშვილზე – ჩვეულებრივი საკადრო ცვლილებაა – მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო? ხვალ რომ სხვა თანამდებობაზე გადავიდე, რა არის ამაში პრობლემა? ან საერთოდ პოლიტიკაში რომ არ ვიყო, პრობლემას ხედავთ?

ჩვეულებრივი საკადრო ცვლილებაა, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც გენერალური პროკურორის, გიორგი გაბიტაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას და მისი კანდიდატურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენას შეეხებოდა.
როგორც მან აღნიშნა, ადამიანი ერთი კონკრეტული თანამდებობიდან გადავიდა მეორე უწყებაში.
„მე როგორც მოვისმინე, გიორგი გაბიტაშვილი სხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას, ჩვეულებრივი საკადრო ცვლილებაა. კონკრეტული თანამდებობიდან გადადის მეორე კონკრეტულ თანამდებობაზე. შალვა პაპუაშვილმა ახსნა გადაწყვეტილების მიზეზი, რომ ადამიანი ერთი კონკრეტული თანამდებობიდან გადადის მეორე უწყებაში და იკავებს კონკრეტულ თანამდებობას. რა არის ამაში ცუდი?! მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო? ხვალ რომ სხვა თანამდებობაზე გადავიდე, რა არის ამაში პრობლემა? ან საერთოდ პოლიტიკაში რომ არ ვიყო, პრობლემას ხედავთ? ჩემი დღევანდელი სტატუსი მთელი ცხოვრება კი არაა მონიჭებული. რამდენიმე წლის წინ სპორტში ვიყავი, დღეს პოლიტიკაში ვარ…“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც ამ დრომდე გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა.
მისი თქმით, გენერალურ აუდიტორად გაბიტაშვილის არჩევა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტორის სამსახურს.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…