უწყების თანამშრომლების ნაწილი ფეისბუკზე წერს, რომ მიუვიდათ შესაბამისი შეტყობინებები დამსაქმებლისგან.
ამავე წერილში წერია, რომ 1 ივლისიდან იგეგმება სსიპ-ის ლიკვიდაცია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას ეს ინფორმაცია დაუდასტურეს და ასევე უთხრეს, რომ ცენტრი „რეორგანიზაციის შედეგად უერთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს“.
ცენტრში დასაქმებულებს „ერთი თვით ადრე“ აცნობეს „დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“.
საგარეო უწყებას ჯერ არ უპასუხია, აგრძელებს თუ არა მუშაობას სამინისტროში სსიპ-ის ახლანდელი დირექტორი, თამარა წულეისკირი, – რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის მეუღლეა. პასუხის შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
2023 წელს, „აგენტების კანონის“ განხილვისას, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა მოქალაქეებს მოუწოდა, დაეტოვებინათ მისი „ფეისბუკ-მეგობრებისა და რეალური ნაცნობების სია“, თუ ფიქრობდნენ, რომ მისი ქმარი „ქვეყნის მოღალატეა“.
„გვჯერა, რომ ჩვენი მთავარი მისია – დასავლური ღირებულებების შესახებ ჩვენი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და ამ პროცესებში მისი ჩართულობის ხელშეწყობა, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, – წერია საინფორმაცია ცენტრის საიტზე აღწერაში.
ფორუმი
