ლელო სოლიდარობას უცხადებს აფხაზურ საზოგადოებას, ვინც ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებს

„ლელო“ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და გმობს ოკუპირებული ს ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ დე ფაქტო პარლამენტის გამოყენებით ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის ს ფედერაციისთვის გადაცემას.
„ლელო“ სოლიდარობას უცხადებს აფხაზურ საზოგადოებას ტერიტორიის და საკუთრების დასაცავად რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ლელოსთვის“ აფხაზეთი ფასეულია აფხაზ ხალხთან ერთად და მათი ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს სახელმწიფოებრივ სივრცეში აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსი „ლელოსთვის“ ნიშნავს იმასაც, რომ მომავალში აფხაზეთის საზოგადოება მსგავსი მოღალატეობრივი ფაქტებისგან დაცული იქნება.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ და საგარეო უწყებამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება, თუ რატომ არ ხდება 2021 წელს, „ლელო საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილი საპარლამენტო რეზოლუციით გათვალისწინებული დავალების, კერძოდ, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საერთო ეროვნული ხედვის შემუშავება და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის დამტკიცება“, – ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.
„ლელო“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ ჩააყენოს საქმის კურსში საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ანექსიის კიდევ ერთი, ზემოაღნიშნული ფაქტის შესახებ და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალება ბიჭვინთის აგარაკების რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის აღსაკვეთად და დასაგმობად, ასევე ფაქტების დოკუმენტირებისთვის.
„ლელო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, უმოკლეს ვადაში განმარტოს, თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველოში რუსეთის ფედერაციის განგრძობადი ანექსიური პოლიტიკის შესასუსტებლად და შესაჩერებლად.
აგრეთვე, რა გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები აქვს შემუშავებული ზემოაღნიშნული მიმართულებით. ამასთანავე, ახსნას და ანგარიში ჩააბაროს საკუთარ მოსახლეობას, თუ რა ხედვა აქვს და რა გაუკეთებია ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სამშვიდობო პოლიტიკის ხელშესაწყობად და მათთვის შეთავაზებების მიწოდების კუთხით“, – ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.
აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილის, აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების ხანგრძლივი პროტესტის მიუხედავად, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი დღეს, 27 დეკემბერს, დილის 6 საათზე შეიკრიბა და ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
გადაწყვეტილებას დამსწრე 28 [სულ 35] დეპუტატიდან 25-მა დაუჭირა მხარი.
დე ფაქტო პარლამენტი ჯერ კიდევ გვიან ღამით შეიკრიბა შენობაში. ამის შესახებ მთელი ღამის განმავლობაში სოციალური ქსელებში წერდა აფხაზური საზოგადოება, აქტივისტები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გადაწყვეტილებას. საზოგადოების ნაწილმა, საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით, დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან შეკრება, ასევე, გვიან ღამით დაიწყო. აქციის მონაწილეები დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას “სამარცხვინოს” უწოდებენ და მის ანულირებას მოითხოვენ.
ამასთან, დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნება, რომ რუსეთს 49- წლიანი იჯარით მხოლოდ სახელმწიფო აგარაკების შენობები გადაეცემა და არა მიწა, რომელზეც დგას ეს შენობები.