ზრუნვის 16 წელი ფარმადეპოს ბრენდისთვის მნიშვნელოვანი თარიღია, ჩვენ განსაკუთრებულად მოვემზადეთ შენთან შესახვედრად, აუცილებლად მოინიშნე კალენდარში, ჩვენ საუკეთესო ფასებისა და განწყობის დღესასწაულს გპირდებით.
· დღესასწაული ფასდაკლებების სახით
4, 5 და 6 ივნისს ფარმადეპოს ქსელში 50%-იანი ფასდაკლებები დაგხვდება რჩეულ ბრენდებზე, როგორიცაა ვიში, ლაროში, ტოპიკრემი, ურიაჟი და სხვა. 50%-მდე ფასდაკლებები გავრცელდება ვიტამინებსა და საკვებ დანამატებზე; ბავშვთა კატეგორიაზე, როგორიცაა მოვლა, კვება და საფენები. 3 დღის განმავლობაში ჩვენთან მოსული მომხმარებლელი შეძლებს საუკეთესო შეთავაზებებით სარგებლობას ათასობით სააფთიაქო პროდუქტზე.
· ქეშბექ აქცია
არ გამოგრჩეს, მხოლოდ 4 და 5 ივნისს ნებისმიერ 100 ლარიან შენაძენზე, თიბისი ბანკის ახალი ბარათით გადახდისას შეგიძლია დაინბრუნო თანხის 30% მაქსიმუმ 30 ლარი, ხოლო კონცეპტის ბარათის შემთხვევაში მაქსიმალური ქეშბექი 50 ლარს შეადგენს.
· განახლებული ლოიალობა:
ფარმადეპო 16 წლის იუბილეს მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება. განახლებული ლოიალობის ბარათი და კიდევ უფრო მეტი სარგებელი ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის. დღეიდან 1 ბეჭედი = 50 თეთრს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაგროვებული ბეჭდებით შეგიძლია შეიძინო ჩვენს ქსელში არსებული ნებისმიერი პროდუქტი, მათ შორის მედიკამენტები. დააგროვე ბეჭდები და გადაცვალე შენთვის სასურველ, ნებისმიერ პროდუქტში, როგორც სრული დაფარვით, ასევე თანაგადახდით, თანაც ულიმიტოდ. ბეჭდები გროვდება ფასდაკლების დროსაც, მთელი წლის განმავლობაში. ჩვენი განახლებული პროგრამა ნამდვილად წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას რეალური ფინანსური სარგებლის მისაღებად, რაც მოიაზრებს წახალისების განსაკუთრებულ ფორმებს, მუდმივ დანაზოგს, ფასდაკლებებსა და სხვადასხვა ექსკლუზიურ შეთავაზებებს.
სადღესასწაულო აქტივობები და სერვისები:
4 ივნისს ფარმადეპოს ფილიალებში შენ შეგიძლია სრულიად უფასოდ ისარგებლო ყველაზე მოთხოვნადი სერვისებით, როგორიცაა დერმატოლოგისა, ოფთალმოლოგის კონსულტაცია და შაქრის დონის განსაზღვრა. ფარმადეპოს ჯანმრთელობისა და სილამაზის მრჩეველები სხვადასხვა ფილიალებში მოგემსახურებიან და დაგეხმარებიან ინდივიდუალური რუტინის შედგენაში.
ჩვენს აფთიაქებში სპეციალური ღონისძიებები დაგხვდება: ფურშეტი, ცოცხალი მუსიკა და გათამაშება… განსაკუთრებულად ვუმასპინძლებთ ბავშვებსაც. სპეციალურად მათთვის ბრენდების აქტივობი გაიმართება: ანიმატორები და სადღესასწაულო განწყობა ჩვენი პატარა მომხმარებლებისთვის. (აქტივობებისა და სერვისების განრიგის ბმული)
საჩუქრები გაიცემა ურეცეპტოთ!
3 დღის განმავლობაში ფარმადეპოს სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ჯგუფებში ათეულობით, პრემიუმ ნაკრების გათამაშებაა დაგეგმილი. თვალი ადევნე ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდს; და რაც მთავარია, 4, 5 და 6 ივნისს ნებისმიერ შენაძენზე გაქვს შანსი გახდე 600 ბეჭდის მფლობელი, ჯამში დავასაჩუქრებთ 16 მომხმარებელს.
სადღესასწაულო შეთავაზება გავრცელდება, როგორც სააფთიაქო ქსელში, ასევე ფარმადეპოს მობილურის აპლიკაციასა https://onelink.to/qpufb და ვებგვერდზე https://pharmadepot.ge/.
