ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის „კანონს“ ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
„სახელმწიფო“ აგარაკი ბიჭვინთაში დაახლოებით 180 ჰექტარ ფართობს იკავებს.