ბაკურ აბულაძე – გენერალური პროკურატურა მჭიდროდ თანამშრომლობს ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან

საქართველოს გენერალური პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან, ტრანსნაციონალური თაღლითობის, კიბერდანაშაულის და ფულის გათეთრების, მათ შორის ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.
გენერალური პროკურორის მოადგილის თქმით, აღნიშნული მიმართულებით, პროკურატურა განსაკუთრებით მჭიდროდ თანამშრომლობს წამყვანი ევროპული ქვეყნების – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ესპანეთის სამეფოს, შვეიცარიის კონფედერაციის და ნიდერლანდების, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საპოლიციო და საპროკურორო დანაყოფებთან.
„უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის ჩარჩო არ შემოიფარგლება მხოლოდ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სამართლებრივი რეგულაციებით; აქტიურად გამოიყენება ინფორმაციის გაცვლის ოპერატიული არხები და ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში გაწევრიანების გზით, მტკიცებულებათა ხელმისაწვდომობის გამარტივებული პროცედურები“, – აღნიშნა ბაკურ აბულაძემ, რომლის კომენტარსაც პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი