12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედა ამბობს, რომ ფოტორობოტის მიხედვით ეძებენ დამნაშავეს

თბილისში, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედა ნატო ხუტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ფოტორობოტის მიხედვით ეძებენ დამნაშავეს. არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებები საქართველო”, რომელიც ოჯახის ინტერესებს იცავს, დამატებით აცხადებს, რომ ეს ფოტო შექმნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 20 სექტემბერს.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ ფოტო შეიქმნა მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით და ის ვერ იქნება “აბსოლუტურად ზუსტი”.
“უფლებები საქართველო” სთხოვს საზოგადოების ყველა წევრს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს აღნიშნული ფოტორობოტის საფუძველზე კონკრეტული ადამიანების სავარაუდო დამნაშავედ გამოცხადებას და თავი შეიკავოს საკუთარი ვერსიების საჯაროდ გავრცელებისგან”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
12 წლის ანი იანუშაიტიტე მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა 17 მარტის ღამეს დიდ დიღომში, სახლთან ახლოს, პეტრიწის 12 ნომერთან, ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე იპოვეს. ეს ადგილი ბავშვის სახლის უკან, დაახლოებით 200 მეტრშია.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი