თამარ ჩერგოლეიშვილი – თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს წინააღმდეგობის კაპიტულაციას – დიდებული იქნება, თუ „ლელო“ არ აყვება „მთავარ ოპოზიციურ ძალად“ ქცევის ცდუნებას – თუ „ლელო“ არ შევიდა, არც გახარია შევა

თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა ნიშნავს წინააღმდეგობის კაპიტულაციას და რეჟიმის ნორმალიზაციას, მისთვის ახალი სუნთქვის გახსნას და ცვლილების გადავადებას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი წერს.
ჩერგოლეიშვილის აზრით, მოხდება თუ არა „ქართულ ოცნებასთან“ ოპოზიციის კაპიტულაცია „ლელოზეა“ დამოკიდებული.
„თუ „ლელო“ არ შევიდა, არც გახარია შევა (ასე მგონია, ვერ გაბედავს).
და თუ არცერთი „მეინსტრიმ“ პარტია არ შევიდა, ახალი საპარლამენტო გარდაუვალი გახდება.
დიდებული იქნება, თუ „ლელო“ არ აყვება „მთავარ ოპოზიციურ ძალად“ ქცევის ცდუნებას და მოუკლავი დათვის ტყავის განაწილების ჟინი სააკაშვილის შეცდომებს არ გაიმეორებინებს“, – აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლაგი კაპიტალის“ ორ წარმომადგენელს ბრალი ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტებზე წარედგინა

ირაკლი კუპრაძე – თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე მაღალი გარჩევადობის მქონე ვიდეოკამერები დამონტაჟდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ვამხილოთ და აღვკვეთოთ ე.წ. კარუსელი და „ოცნების“ მხრიდან გაყალბების მცდელობა