,, გასული წლის გვარამიას სპეცოპერაციის არ იყოს, წელს „ნაცებს“ და მათ ამომრჩეველს „ლელოს“ მიუგდებენ საჯიჯგნად” –

,,გირჩის” ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს:
„იმ დროს, როცა ხაბე მამუკას და გიორგის ე.წ. პროსტიტუტებს ეძახის, რეგიონული ნაცაქტივისტები ხალხს ეუბნებიან, რომ წელს „ლელოზე“ მუშაობენ და რომ ასე გადაწყდა ზემოთ. ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, გასული წლის გვარამიას სპეცოპერაციის არ იყოს, წელს „ნაცებს“ და მათ ამომრჩეველს „ლელოს“ მიუგდებენ საჯიჯგნად. მე ვთვლი, რომ ეს უკვე შემდგარი ფაქტია, მხოლოდ რჩეული ნაცებიღა თუ გაუძლებენ ცდუნებას, მაგრამ უფრო საინტერესო ისაა, ამის მერე მაინც თუ მიხვდება რამეს ნაცამომრჩეველი, რადგან ვიდრე მათ ასე „ნაცურ წრეში“ დაუნდობლად და უაზროდ ატრიალებენ, ბატონი ბიძინას ძალაუფლებას არაფერი ემუქრება“

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – ლეგიონში სპეციფიკა შეცვლილია დრონებით და ძირითადი ნაწილი ამ მიმართულებაზე არის გადასული – რუსეთის ზურგშიც იქნება დარტყმები მოსკოვშიც და „წითელ მოედანზეც“ – ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტროც ლეგიტიმური სამიზნეა