ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის, ს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ. ამასთან, როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, უმაღლეს საკლუბო ტურნირებში მიღებული უმაღლესი ჯილდოების გამო, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ ს და ზაზა ფაჩულიას.
„ხვიჩა კვარაცხელიას გასულ წელს ნაკრებთან ერთად მიღწეული წარმატებისთვის მიღებული აქვს ღირსების ორდენი. ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის გვინდა წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. ვფიქრობ, ეს არის დამსახურებული ჯილდო, რომელსაც სახელმწიფოსგან მიიღებს. პრეზიდენტი მას დააჯილდოებს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.
ასევე ჩვენ გადავამოწმეთ შემდეგი საკითხი, ჩვენ გვყავს ორი სპორტსმენი, რომელსაც უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო. ეს არის კახა კალაძე, რომელსაც ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ზაზა ფაჩულია, რომელსაც სამჯერ აქვს მოგებული უმაღლესი საკალათბურთო საკლუბო ტურნირი. მათ არ აქვთ მიღებული ანალოგიური ჯილდოები, ვფიქრობ დაგვიანებით, მაგრამ მათი ეს წარმატება უნდა დავაფასოთ. გადავიწყვეთ კახა კალაძე და ზაზა ფაჩულია წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე“,-აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: დონალდ ტრამპმა ეს ეპოქა დაასრულა და ახლა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ აქამდე გასაიდუმლოებელ პროცესებს სრულიად გამჭვირვალედ, პირდაპირ დავაკვირდეთ და არა პოსტ-ფაქტუმ, მემუარებში

შალვა პაპუაშვილი – როდესაც პარტნიორი ქვეყნების ელჩები უფლებამოსილებებს აჭარბებენ, ერთადერთი გზა, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაა, „მეორე მდივანს“, დანახვისთანავე ვცნობთ – ელჩები უნდა იყვნენ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლები და არა მასპინძელი ქვეყნის მენტორები