Societe Generale რუსეთში თავის ბიზნესს ყიდის – Bloomberg

ერთ-ერთი უმსხვილესი ფრანგული ბანკი, Societe Generale, თავისი შვილობილი კომპანიის წილებს, რომლის ღირებულება დაახლოებით $75 მილიონია, ყოფილ ადგილობრივ შვილობილი კომპანია Росбанк-ს ყიდის, ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.
ფრანგულმა ბანკმა Societe Generale-მ შეიძლება დაასრულოს დან გასვლა უმსხვილესი კომპანიების წილების მიყიდვით თავის ყოფილ ადგილობრივ ერთეულ Росбанк-ზე, რომელიც მან გასულ წელს მილიარდერ ვლადიმერ პოტანინს მიჰყიდა.
24 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა ბრძანება Росбанк-ის მიერ ფრანგული ბანკისგან რუსული აქციების შესყიდვის შესახებ.
პორტფელი მოიცავს მცირე წილებს ქვეყნის უმსხვილეს კომპანიებში, როგორიცაა გაზის გიგანტი Газпром-ი, დახვეწილი ნიკელის მწარმოებელი Норильский никель-ი, ნავთობკომპანიები Лукойл-ი და Роснефть-ი, ასევე 20 სხვა ჰოლდინგი.