თურქეთში მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც დაშავდა 70-მდე ადამიანი, ერთი მოზარდი კი გარდაიცვალა

თურქეთის მუღლას პროვინციაში, ქალაქ მარმარისში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 69 დაშავდა, – ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მინისტრის ინფორმაციით, ბიძგები მუღლასა და სხვა რამდენიმე პროვინციაში იგრძნობოდა, თუმცა ნგრევა არ დაფიქსირებულა.
„თოთხმეტი წლის აფრანურ გიუნლუს მიწისძვრის დროს პანიკური შეტევა დაემართა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – წერს იერლიკაია.
მისი თქმით, 69 ადამიანი სიმაღლიდან გადმოხტომის შედეგად დაშავდა.